გიუნაშვილი  ზაქარია
გიუნაშვილი  ზაქარია

გიუნაშვილი  ზაქარია (12.VII.1964, თბილისი), ქართვ. მათემატიკოსი. დაამთავრა ვლ. კომაროვის თბილისის ფიზ.-მათ. # 199 საშ. სკოლა (1981), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1986), ამავე უნ-ტის ასპირანტურა (1990). დაიცვა დისერტაცია თეორ. ფიზ. მათ. მეთოდების მიმართულებით (1995). მუშაობა დაიწყო ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის თეორ. ფიზ. გან-ბაში (1997-2017). ძირითადი კვლევის სფეროებია ყალიბური ველის თეორია, გეომ. დაკვანტვა, არაკომუტაციური გეომეტრია, კვანტური გამოთვლები და კვანტური ინფორმატიკა. ზ. გ.-ს სადისერტაციო ნაშრომი ეხება ყალიბური ველების თეორიის გეომეტრიულ საფუძვლებს, ხოლო კვანტური გამოთვლებისა და კვანტური ინფორმატიკის სფეროში კვლევების მიმართულებით იგი იმყოფებოდა ნიშინას სახ. საერთაშ. ფონდის მიერ დაფინანსებული პოსტდოქტურანტურის ფარგლებში იოკოჰამას უნ-ტში (იაპონია, 2003). გ.ზ.-ის ნაშრომები უკავშირდება პუასონის სტრუქტურებთან დაკავშირებულ გეომეტრიულ, ალგებრულ და ჰომოლოგიურ/კოჰომოლოგიურ სტრუქტურებს გლუვ მრავალნაირობებზე და ამ სტრუქტურების არაკომუტაციურ საფუძვლებს პუასონის ალგებრისთვის ასევე იგი იკვლევდა ლის ჯგუფებსა და ერთგვაროვან სივრცეებზე გეომეტრიული მართვის თეორიის მეთოდების გამოყენებას კვანტური გამოთვლების თეორიაში. კერძოდ, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ მეთოდების გამოყენებით კვანტური გამოთვლების კარიბჭეების (Quantum Gates) უნივერს. ნაკრების აგება.